მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ჯარიმის სახით გადახდილი 1000 ლარი უკან დაუბრუნდა 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შედგენისთვის დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარი, უკან დაუბრუნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ურთმელიძისსარჩელი.
– მეც, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მოვხვდი შესამოწმებელ დეკლარანტთა სიაში და ჩემი დეკლარაციაც, მსგავსად უმრავლესობისა შეფასდა უარყოფითად.

დავჯარიმდი 1000 ლარით. როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, სხვა შემთხვევებშიც, დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ მისი ისეთ გადაცდომად მიჩნევა , რომლისათვისაც სანქციად უნდა გამოყენებულიყო 1000 ლარით დაჯარიმება, არ შეესაბამებოდა მონიტორინგის მიზნებს და სამართლიანობის პრინციპებს. მით უფრო მაშინ, როდესაც ცდომილება ტექნიკური დარღვევის ხასიათისაა, ან განპირობებულია გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. მიმაჩნია, რომ კანონის იმგვარი ინტერპრეტაცია, როცა უმნიშვნელო ხარვეზიც კი დარღვევად ჩაითვლება, იწვევს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას.
ასეთ დამოკიდებულებას, ბუნებრივია მოჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების (მაღალი თანამდებობის პირების) მიმართ უნდობლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, რადგან ამ საკითხის მიმართ ყოველთვის დიდია საჯარო ინტერესი, – განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

პირველი რადიო

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018