ნატომ უკრაინა ასპირანტ ქვეყნად აღიარა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ასპირანტ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა.

,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღიარებს უკრაინის სურვილს, რომ იყოს ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის მიზანი ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაა.

„მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. ნატომ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანში გაწევრიანების გზაზე”, – წერს პოროშენკო სოციალურ ქსელში.

ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია შეასრულოს წევრობის ვალდებულებები და უზრუნველყოს ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოება.

ასპირანტის, ანუ ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნის სტატუსით, ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია და უკრაინა არიან.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018