ნიკა გვარამია – „არხის სახელით ბოდიშს ვუხდი მორწმუნეებს… გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა“

გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გიორგი გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა:

– მსურს შევეხო დღევანდელ ინციდენტს, რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა, ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ ადამიანებს ვინც აქ იყვნენ დღეს, დღეს დილიდან, რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადების გამო, ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლობის საკუთრება, ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, რომ ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, მსგავსი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული. ჟურნალისტის განცხადება იმ პირობებშიც როცა ის არ ჯდება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში, მიუხედავად ამისა, გიორგი გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში, საკუთარ პოზიციას ის გამოხატავს თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018