ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ შეაძრწუნა – სასწრაფოდაა ზომები მისაღები

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტები ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწესებულებაში თერაპიული გარემო არ არსებობს.

“სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ონ.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018