რატომ ვატარებთ უსახელო, “არა” თითზე ქორწინების ბეჭედს

ალბათ ყველა თქვენგანს, ვისაც გაქვთ გამოცდილება, კარგად გახსოვთ თუ როგორი განცდები და სასიხარულო ემოციები გქონდათ, როდესაც ხელი გთხოვეს და ქორწინების ბეჭედი თითზე მოგარგეს. უმრავლეს გამონაკლისს კი ალბათ დღემდე აქვს ოცნებად ამ სიხარულს ეზიაროს და სწორედ ამ უსახელო- “არა” თითზე საქორწინო ბეჭდის წამოცმით საუკუნოდ დაუკავშიროს გული და ცხოვრება რჩეულს.

კარგად მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაქორწინებულებს სწორედ რომ ამ ბეჭდის (რგოლის) მეშვეობით გამოარჩევენ, თუმცა საინტერესოა დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ ვატარებთ ქორწინების ბეჭედს მაინცდამაინც ამ თითზე? ერთის მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ თითიდან გულამდე გადის ერთი უწყვეტი ვენა, რომელსაც სიყვარულის ვენასაც უწოდებენ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ჩინური სიბრძნე, რომელიც გაგაოგნებთ.

მაშ ასე, ჩინური სიბრძნის თანახმად ცერა თითები ასოცირდება თქვენს მშობლებთან; საჩვენებლი თითები- ძმებთან და დებთან; შუა თითი- თავად თქვენს თავს განსაზღვრავს; უსახელო- “არა” თითი თქვენს მეორე ნახევარს; ნეკი თითები კი შვილებს. ეხლა კი ხელების ფალანგა (თითების ძვლები) ერთმანეთს შეაერთედ ისე, რომ ცერა თითი ცერას, საჩვენებელი საჩვენებლს და ა.შ ყველა შესაბამისი თითები შეერთდეს, ხოლო შუა თითები კი შეერთებულ მდგომარეობაში ძირს დახარეთ (გააკეთეთ ისე, როგორც ფოტოზეა).

არ აუშვათ თითები ერთმანეთს და მხოლოდ ცერა თითები გაწიეთ ერთმანეთისგან. ნახავთ, რომ განცალკევდება, რაც აიხსნება იმით, რომ თქვენ ადრე თუ გვიან დატოვებთ მშობლის სახლს (ზემო ახსნიდან გამომდინარე). ისევ შეაერთედ თითები. ეხლა მოაცილეთ ერთმანეთს მხოლოდ საჩვენებელი თითები, სხვა დანარჩენი თითები დატოვეთ უცვლელ პოზიციაში. ნახავთ, რომ თითები განცალკევდა ერთმანეთისგან, რაც აიხსნება იმით, რომ და-ძმასთანაც მოგიწევთ ადრე თუ გვიან განშორება. ანალოგიური მოხდება ნეკა თითების შემთხვევაშიც და ახსნა აქაც ერთია, ვერც შვილები იქნებიან თქვენზე მოჯაჭვულნი, ადრე თუ გვიან შექმნიან ოჯახს და წავლენ. უსახელო- “არა” თითებს კი რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ განაცალკევებთ, რაც აიხსნება იმით, რომ ცოლი და ქმარი უნდა იყოს ერთად მთელი ცხოვრება.

აი ასეთი საინტერესო ინტერპრეტაციაა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რომელ თითზე, ან საერთოდ გვეკეთება თუ არა ქორწინების ბეჭედი, მთავარი ხომ ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და გაგებ

intermedia.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018