როგორ დავიკლოთ 1 კვირაში 5 კილოგრამი

არსებობს გახდომის მრავალი საკმაოდ ეფექტური გზა: დიეტები, სპეციალური ვარჯიშები, მეტაბოლიზმის დაჩქარება, ორგანიზმის გაწმენდა და ა.შ. ყველა ეს მეთოდი განსხვავებულად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა შედეგი ერთია – ზედმეტი კილოგრამების მოშორება და სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ქალბატონებისთვის ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად სწორედ მეტაბოლიზმის დაჩქარებაა, რაც სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროთ ერთი გასაოცარი სასმელის შესახებ, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს გვიწყობს ზედმეტი ცხიმოვანი ფენებისა და კილოგრამების მოშორებაში. მოცემული საშუალება საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვარ.

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ და 1 კვირაში დაახლოებით 5 კილოგრამის მოშორება სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.

მარტივი და ოპტიმალური გზა წონის დასაკლებად

მეთოდი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, არ მიაყენებს ზიანს თქვენს ჯანმრთელობას. მიირთვით უნიკალური ცხიმწველი სასმელი, რომლის დამზადების ინსტრუქციასაც ქვემოთ იხილავთ და თქვენ არა უბრალოდ მარტივად გაუმკლავდებით ზედმეტი წონის პრობლემას, არამედ შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და წიდების გამოდევნას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, კანისა და თმის მდგომარეობაზე.

თქვენ დაგჭირდებათ:
1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი;

1 ლიმონი;

1 ძნა ოხრახუში;

0,5 ლიტრი წყალი;

1 მწიკვი დარიჩინი;

1 ს.კ. ძმარი.

მომზადების წესი:

აადუღეთ ნახევარი ლიტრი წყალი და მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი (ლიმონი და ოხრახუში კარგად უნდა დააქუცმაცოთ). ხარშეთ ნარევი 5-10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხე მოათავსეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში. მზა სასმელი უნდა მიიღოთ ყოველ საღამოს, დაძინების წინ 150-200 მილილიტრის ოდენობით. მთელი ღამის განმავლობაში თქვენი მეტაბოლიზმი დაჩქარებული იქნება, რაც გაამარტივებს წონის კლებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორების პროცესს.

ლიმონი სტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია წონის დასაკლებად, რადგან ძილის დროს კუჭში დარჩენილი მძიმე საკვების მონელება საკმაოდ რთული პროცესია, ლიმონი კი ამარტივებს მას.

ოხრახუში  ცნობილი შარდმდენი საშუალება. ის გვეხმარება შეშუპების მოხსნაში და უჯრედშორისი სითხის რაოდენობის შემცირებაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სითხის შეკავება ორგანიზმში ძალზედ არასასურველი და პრობლემური მოვლენაა.

ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნატურალური პროდუქტია, რომელიც სტიმულირებს წონის კლების პროცესს. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები გვიწყობს ხელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმში ბინადარ ჭიებსა და პარაზიტებს, მთლიანად გამოდევნის მსხვილ ნაწლავში დაგროვებულ ტოქსინებსა და წიდებს.

ამ სამი საოცრად სასარგებლო ინგრედიენტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ ცხიმმწველ სასმელს, რომელიც გარდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა, გვეხმარება საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. თუ თქვენ მოცემული სასმელის მიღების პარალელურად კვებაში მცირე ცვლილებებს შეიტანთ, პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგები არ დააყოვნებს.

რჩევები.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018