რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა – ფოტოები

წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება ინტერნეტში – ეგვიპტეში რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა.

ფოტოები ჰადია ჰონსი ელ საიდმა გადაიღო, როდესაც მისი ბიძის სახლის აივანზე იმყოფებოდა და ყვირილი მოესმა.

ფოტოებზე ჩანს, როგორ გამოჰყავთ ახალშობილი ზღვიდან მის მამასა და უცნობ მამამაკს, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და ქალსა და ახალშობილს დახმარება გაუწია.

როგორც დეილი მეილი წერს, მამაკაცი, რომელიც მშობიარობის დროს წყვილთან ერთად იყო, ექიმია, რომელიც ქალებს წყალში ამშობიარებს, შესაბამისად, ეს მშობაირობა, სავარაუდოდ დაგეგმილი იყო, რადგან როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი საკმაოდ მოზადებული იყო .

სანაპიროზე მათ ბავშვიც ელოდებოდათ.

წყალში მშობიარობა აპრობირებული გზაა, რადგან ამ დროს დედები ნაკლებ ტკივილს განიცდიან. როგორც ექიმები აცხადებენ, კვლელბით ირკვევა, რომ წყალში მშობიარობით დაბადებული ბავშვები უფრო მშვიდები და ნაკლებად სტრესულები არიან. წყალში მშობიარობისას, ჩვილები დაბადებისთანავე არ “ეჯახებიან” მათთვის უცხო გარემოსა და ტემპერატურით და შედარებით მშვიდად ეგუებიან დედის მუცლის გარეთ ყოფნას.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018