საბურთალოს რაიონში მანქანების მოძრაობის სქემები მნიშვნელოვნად შეიცვალა – ვიდეო

საბურთალოს რაიონში სატრანსპორტო სქემები შეიცვალა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებების დასაშვები მიმართულებები ასეთია:

იონა ვაკელის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან ყაზბეგის გამზირამდე, გაცალმხრივდა;

ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და დაიხაზა შესაბამისი სატრანსპორტო ზოლი;

ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყაზბეგიდან გადაადგილება შეუძლიათ  ვაჟა-ფშაველას გამზირზე ან პირდაპირ;

გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე;

ყაზბეგის გამზირიდან, ჭილაძის ქუჩის მეშვეობით, მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელია ვაჟა-ფშაველაზე ან პირდაპირ;

ასევე, აპრილიდან ცვლილება ეხება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთს;

იოსებიძის ქუჩაზე, ქუთათელიდან კალანდაძის ქუჩამდე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება;

ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევა;

ავტომობილები, კალანდაძის ქუჩის გზაჯვარედინზე გადაადგილდებიან  ან მარცხნივ–პეკინის ქუჩისკენ, ან პირდაპირ – იოსებიძის ქუჩაზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018