სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. როგორც პროკურორებმა განაცხადეს, აღნიშნულ პირებს სასტუმრო “ლეოგრანდში” უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ.
– სასტუმრო ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის და სწორედ ამ უსაფრთხოების წესების გამოსწორება აღნიშნულ პირებს ევალებოდათ, რომელიც არ გაითვალისწინეს,- აღნიშნეს პროკურორებმა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018