სითი პარკი – “კალაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო”

“სითი პარკის” განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთვის მოულოდნელი იყო. გადაწყვეტილება კომპანიამ კახა კალაძის ბრიფინგიდან მოისმინა.

ამის შესახებ კომპანიამ “პირველს” განუცხადა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს.

კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018