სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ბრიტანელი მეცნიერი და ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ ჰოკინგი კემბრიჯში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჰოკინგის ოჯახი ავრცელებს.

სტივენ ჰოკინგი 76 წლის იყო. იგი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული, თითქმის მთლიანად იყო პარალიზებული და მეტყველების გენერატორის საშუალებით საუბრობდა.

სტივენ ჰოკინგი მსოფლიომ მისი წიგნის „დროების მოკლე ისტორიის“ მეშვეობით გაიცნო.

ის ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, სამეცნიერო ნაშრომებისთვის მრავალი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018