სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა – საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 მარტს, ძლიერი ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოცვივდა. შემდეგ კი სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა.

ასევე, ქარის გამო დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. ​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88- რეგიონში.

​თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს. არცერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია.

სამსახურის ინფორმაციით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად დაზიანდა:

თბილისი – 54 საცხოვრებელი სახლი; 68 -ხე; 7 – გარე განათების ბოძი ; 43 -ელექტროსადენი; 6 – ავტომანქანა; 5 – გაზის ცენტრალური მილი; 6- სარეკლამო ბანერი
შიდა ქართლი – დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი
აჭარა – დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი
იმერეთი -სამტრედია, სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი
სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია, სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია;
მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018