ტრამპმა ახალ სახელმწიფო მდივნად მაიკ პომპეო დანიშნა, ცსს-ს უფროსი კი ქალი გახდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მდივნის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს.
„მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი გახდება. ის ფანტასტიკურ სამსახურს გაგვიწევს! მადლობა რექს ტილერსონს მისი მუშაობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება“, – წერს ტრამპი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018