“შენი გულისთვის” – სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება – ვიდეო

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა.

საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდიირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს.

სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიულილოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.

კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018