ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას რამდენიმე დღეში შეეჯახება

ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას რამდენიმე დღეში შეეჯახებაჩინური კოსმოსური სადგური, რომლის მართვაც ვეღარ ხერხდება, დედამიწას დაახლოებით ერთ კვირაში შეეჯახება. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგნოზით, Tiangong-1 30 მარტიდან 3 აპრილამდე დატოვებს ორბიტას.

მეცნიერებს უჭირთ ზუსტი დროისა და ჩამოვარდნის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რადგან სადგურის მართვა მათთვის შეუძლებელია, თუმცა განმარტავენ, რომ ჩამოვარდნის მიმდებარედ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვება მოუწევს, რადგან არსებობს მაღალი ტოქსიკური და კოროზიული ნივთირების, ჰიდრაზინის გავრცელების საფრთხე.

კოსმოსური სადგური დედამიწაზე 1996 წელსაც ჩამოვარდა. შემთხვევა ამერიკაში, ოკლაჰამაში მოხდა, რის გამოც ადგილობრიივი მაცხოვრებელი სადგურის ნამსხვრევებმა მსუბუქად დააშავა.

იმედინიუსი