ჩინური კოსმოსური სადგური შეიძლება საქართველოში დაეცეს – რა მოხდება 30 მარტიდან 2 აპრილამდე

მწყობრიდან გამოსული ჩინური კოსმოსური ხომალდის ფრაგმენტები დედამიწას 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში დაეცემა. არსებობს რისკის ზონაში მყოფი ქვეყნები და მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც ფრაგმენტების დაცემის საფრთხე ემუქრება.ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომები, რომლებიც ხომალდს მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან, ვარაუდობენ, რომ სადგური ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ მთლიანად დაიწვება, თუმცა არ არის გამორიცხული, მისი ფრაგმენტები დედამიწაზე ჩამოვარდეს. რისკის ზონად სახელდება სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტერიტორია, ევროპის სამხრეთი ნაწილი, აფრიკის ტერიტორია და კავკასიის რეგიონი. სპეციალისტების ვარაუდით, საფრთხე შესაძლოა სოჭს და ფლორენციას დაემუქროს.

სადგური, ტიანგონგ-1, რომლის სახელიც ,,სამოთხედ“ ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა. ხომალდმა 3 მისია შეასრულა, თუმცა 2016 წელს კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა მასზე კონტროლი დაკარგეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018