”ჩინური პრეზერვატივები ჩვენთვის ძალიან პატარაა” – რა აწუხებს ზიმბაბვეს ჯანდაცვის მინისტრს

ზიმბაბვეს ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთში დამზადებული პრეზერვატივები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩინური პრეზერვატივები ძალიან პატარაა.

დიახ, ამის შესახებ დებიდ პარირენიატვამ გასულ კვირას, აივ-ინფექციების თემზე გამართულ კონცერენციაზე განაცხადა.

– სამხრეთ აფრიკის რეგიონში აივ ინფექციების ყველაზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომაც მოვუწოდებთ კონტრაცეპტივების გამოყენებისკენ.

ჩვენ პრეზერვატივები ჩინეთიდან შემოგვაქვს და მამაკაცები ჩივიან, რომ ის ძალიან პატარაა, – განაცხადა ზიმბაბვეს ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულს გაითვალისწინებს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018