ცოტნე გამსახურდია გვანცელაძეს პასუხობს – ”არასდროს გვითქვამს, რომ ამ ყველაფერში დაცვის წევრების ან გუგუშვილის ხელი ერია”

ცოტნე გამსახურდია გვანცელაძეს პასუხობს - ”არასდროს გვითქვამს, რომ ამ ყველაფერში დაცვის წევრების ან გუგუშვილის ხელი ერია”რუსთავი 2-ში გასულ სიუჟეტს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში 5 წუთის წინ ასე გამოეხმაურა:

”ნაძირალა ბესარიონ გუგუშვილი, რომელიც 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით და მიზეზით გაურბის ჩვენების მიცემას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, დღეს მიმართავს პროკურატურას სიმართლის დადგენის მოთხოვნით და მოითხოვს გამოიძიოს, ვინ შეუშალა ხელი ექსპერტიზის ჩატარებას… თურმე ედუარდ შევარდნაძის ხუნტის ეგიდით უნდა ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. სხვათა შორის, ეს გუგუშვილი, რომელიც ფინეთშია უკვე 24 წელია, ამ ხნის განმავლობაში ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა იმ საბაბით, რომ ყველა ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ უკანონოა, მე პრემიერ-მინისტრი ვარ და ამათთან არ ვითანამშრომლებო. ახლა აზრი შეუცვლია ცოტნე გამსახურდია გვანცელაძეს პასუხობს - ”არასდროს გვითქვამს, რომ ამ ყველაფერში დაცვის წევრების ან გუგუშვილის ხელი ერია”?

მეორე, დაცვის წევრი ვინმე გვანცელაძე ამბობს, რომ მანანა არჩვაძე ითხოვდა მისგან მამას თანმხლები პირებისთვის ხელის დადებას, არ მინდა თითმკვლელის ცოლი ვიყოო. გაგახსენებთ, რომ ამ წლების განმავლბაში არსად, არასდროს, არცერთ ოჯახის წევრს არ გვითქვამს, რომ ამ ყველაფერში დაცვის წევრების ან გუგუშვილის ხელი ერია. წლების განმავლობაშიც თურმე მანანა არჩვაძე უშლიდა ხელს გამოძიების ჩატარებას და ის, რომ სახელმწიფო უწყებები საქმის წარმოების ყველა ეტაპზე გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ ელემენტარულ საკითხებზეც კი, ესეც მანანა არჩვაძის და ოჯახის ბრალი ყოფილა!

“კურიერის” ამ სრულიად არაადეკვატური და სამარცხვინო სიუჟეტის თანახმად ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას ოჯახი პოლიტიკური სპეკულაციისათვის იყენებს. დიდი პოლიტიკური დივიდენდები მოვიპოვეთ, ვერაფერს იტყვი…”