ცსს-ს ხელმძღვანელი ჯინა ჰესპელი გახდა – პირველი ქალი ცსს-ს ისტორიაში

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ უფროსად ჯინა ჰესპელი დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე მაიკ პომპეო შეცვალა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა.
ჯინა ჰესპელი 1956 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობა 1985 წელს დაიწყო.

2017 წელს ტრამპმა ცსს-ს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა. ის არის პირველი ქალი კარიერული თანამშრომელი ცსს-ში და მეორე ქალი, რომელიც ცსს-ს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის არის პირველი ქალი, რომელიც ცსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.
ჰესპელი არის ჯორჯ ბუშის ჯილდოს მფლობელი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მიღებული აქვს რამდენიმე სხვა ჯილდო.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018