ჯოან როულინგსს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

“ჰარი პოტერის“ შემქმნელი ჯოან როულინგი ტრანსგენდერებთან დაკავშირებული პოსტის მოწონების გამო გააკრიტიკეს. Twitter-ის მომხმარევლები მწერალს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ტვიტში, რომელიც როულინგს მოეწონა, ტრანსგენდერები მოხსენიებულნი იყვნენ როგორც “კაცები კაბებში“. ის ერთ-ერთმა ბრიტანელმა აქტივისტმა გამოაქვეყნა, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის.

“როდესაც 18 წლის პირველად გამოვდიოდი სიტყვით ლეიბორისტულ პარტიაში, კაცებმა მიყვირეს, რადგან მათ Page 3-ის კალენდრების მოშორება ვურჩიე, შიშველი ქალების გამოსახულებებით… ხშირად არ მიგრძვნია მხარდაჭერა. კაცებს კაბებში მეტი სოლიდარობა შეუძლიათ. ეს ქალთმოძულეობაა!“, – წერს აქტივისტი, რასაც მწერალი უწონებს.

“მე ტრანსგენდერი ქალი ვარ. ვიზრდებოდი, ვკითხულოდი, მიყვარდა, მთელი გულით მინდოდა ჰოგვარტსში მოხვედრა. ის ჯერ კიდევ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიაა. მე არ ვარ კაცი კაბაში. მე არ ვიჭრები ქალების სამყაროში, არ ვიკატუნებ თავს და არ ვისაკუთრებ ქალთა უფლებებს. ძალიან გულნატკენი ვარ ტვიტით, რომელსაც თქვენ, როგორც ჩანს, დაეთანხმეთ“, – წერს ტრანსგენდერი მომხმარებელი.

მოგვიანებით მწერლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს იყო “შუახნის ასაკის უხერხული მომენტი“.

ახალგაზრდა ჯადოქარ ჰარი პოტერზე როულინგის წიგნების სერიის პირველი წიგნი 1998 წელს გამოიცა.  ის 77 ენაზეა თარგმნილი და მისის საერთო ტირაჟი 500 მილიონია.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018