ავთანდილ ხურციძის სასამართლო აშშ-ში დღეს გაიმართება

ავთანდილ ხურციძის სასამართლო აშშ-ში დღეს გაიმართებააშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. SPORTALL.GE ხურციძის მეგობარზე, MMA-ს მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გადაწყდება გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ მოკრივეს გირაოს სანაცვლოდ. დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესს დაესწრონ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივნისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი „რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში“ ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი