ალავიძეს, ქუმსიშვილს და ჯანელიძეს უშვებენ – რას უყვება მთავრობის წყარო კურიერს

ალავიძეს, ქუმსიშვილს და ჯანელიძეს უშვებენ - რას უყვება მთავრობის წყარო კურიერსხელისუფლებაში დიდი სამთავრობო ცვლილებები იწყება. მთავრობის ადმინისტრაციიდან სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ თანამდებობას ემშვიდობება რეგიონული განვითარების მინისტრი.

ზურაბ ალავიძეს ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი შეცვლის, რომელიც  ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია.

პრესა აქტიურად წერს, რომ მთავრობიდან შესაძლოა, გაუშვან კვირიკაშვილის კადრი ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე და პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

პოსტიდან წასასვლელად მზად არის და პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება სპორტისა და კულტურის მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დარჩენის შესახებ განაცხადი უკვე გააკეთა, თუმცა “კურიერის” წყაროს ინფორმაციით, ის პოსტს ივლისამდე შეინარჩუნებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი მას, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ან ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეცვლის.

რუსთავი 2