ამ წუთებში ბათუმში პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა

ამ წუთებში ბათუმში პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდაამ წუთებში აღსრულების პოლიცია ბათუმში, საიათნოვას 4-დან ალექსანდრა ტერუნს ასახლებს. პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებენ, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს.

ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ ბინას არ დატოვებს.

82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა. იგი ამ ბინაში 1983 წლიდან ცხოვრობდა, ქუჩაში კი მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

მეზობელს, რომელიც ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, ბინის შესასვლელი კარი აჭედილი ჰქონდა. ალექსანდრას ბინიდან გამოსვლის, ასევე სველი წერტილებით სარგებლობის საშუალება არ აქვს. ბინაში არც შუქია.

საიათნოვას 4-ში მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმელები