არეულობა მესტიაში – ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ – სვანეთში გახარიას მოადგილე ჩავიდა

არეულობა მესტიაში - ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ - სვანეთში გახარიას მოადგილე ჩავიდამესტიის ცენტრში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. როგორც ,,ნიუპოსტს” განუცხადეს, ადგილზე მძიმე ტექნიკა შეჰყავთ, თუმცა მესტიის მკვიდრი ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ჭალა ჰესის მშენებლობისთვის მძიმე ტექნიკის შემყვანას აპროტესტებენ და ითხოვენ ამ ჰესის მშენებლობის შეჩერებას.

ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მათი პროტესტისა, ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა მაინც შეიყვანეს ადგილზე. აქციის მონაწილეები მესტიის გამგებლის გადადგომასაც ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ გამგებელი მათ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დათახმდებიან ხელისუფლების არც ერთ შეთავაზებას, სანამ ტექნიკა ადგილიდან გაყვანილი არ იქნება.

ცოტა ხნის წინ მესტიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა.

მესტიის მოსახლეობა ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს და აფრთხილებს, არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ პოლიციის ძალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები, შესაძლოა, უმართავი გახდეს.

ნიუპოსტი