ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში უკანონო მიშენება მოაშლევინესასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას N16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს.

მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი.

გიორგი აბაშიძის მეუღლეს სალომე ბაჯელიძეს ვაჟა-ფშაველას N16-ში 254 კვადრატული მეტრი ბინა აქვს შეძენილი. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის განმარტებით, მერიამ გაფრთხილება მისცა ვაჟა-ფაშაველას N17-ში იმ ბინის მეპატრონესაც, რომელმაც აივანი ამოაშენა უკანონოდ.

„გავაფრთხილეთ და ვიცით, რომ აგრძელებს [სამუშაოებს]. მასაც იგივე ბედი ელის, რადგან თუ არ მოიყვანს პირვანდელ მდგომარეობაში, სახლს ექსპლუატაციაში არ მივიღებთ,“ – განმარტა ზაალ მამუჭაძემ.

mediamall.ge