ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდესDeutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა.

ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს.

თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა.

პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, რადგან გერმანიაში თურქულ მეჩეთებზე თავდასხმა გასული კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.

ნიუპოსტი