ბორჯომში ”ოცნების” აქცია დასრულდა – პოლიცია ადგილზე რჩება

ბორჯომში ”ოცნების” აქცია დასრულდა - პოლიცია ადგილზე რჩებაბორჯომის ყოფილი გამგეობის შენობის წინ, სადაც “ქართული ოცნების” აქცია მიმდინარეობდა დასრულდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები, აქტივისტები და მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ბოლო დღეებია მედიასთან არ გამოჩენილა და არანაირი კომენატარი არ გაუკეთებია.
“ქართული ოცნების” წევრების მთავარი მოთხოვნაა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება და საკრებულოს სხდომის ჩატარება, სადაც თავიდან იქნება განხილული საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასრულდა ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა კვლავ რჩება.

ნიუპოსტი