ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ – 4 ტერორისტი მოკლულია

ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ - 4 ტერორისტი მოკლულია2 მარტს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა.

„მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, – დაიწერა ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი.

მოგვიანებით 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა.

_ შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის საელჩო და ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იყო. სპეცოპერაციის შედეგად ოთხი თავდასხმელი ლიკვიდირებულია. მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, _ ნათქვამია ბურკინა-ფასოს მთავრობის განცხადებაში.