ლუბა ელიაშვილი – „გაბუნიას უკბილო ხუმრობამ ჩემი რწმენა ვერ შეარყია… „ქართული მარშის“ რეაქციამ კი ის აზრი გამიჩინა, რომ თავად არ არიან მტკიცენი რწმენაში“

ლუბა ელიაშვილი - „გაბუნიას უკბილო ხუმრობამ ჩემი რწმენა ვერ შეარყია... „ქართული მარშის“ რეაქციამ კი ის აზრი გამიჩინა, რომ თავად არ არიან მტკიცენი რწმენაში“„რუსთავი 2“-ის გარშემო ბოლო დღეებში განვითრებულ მოვლენებს ჟურნალისტი, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „დიალოგის“ წამყვანი ლუბა ელიაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას „უკბილო ხუმრობამ“ რწმენა ვერ შეურყია. ამასთან, ელიაშილის თქმით, თავად „ქართული მარში“ არაა რწმენაში მტკიცე.„გიორგი გაბუნიას მაყურებელი არ გახლავართ, მაგრამ ბოლოდროინდელი აურზაურის შემყურე იძულებული გავხდი, მენახა და ყურადღებით მომესმინა მისი კომენტარი, რომელმაც ე.წ. მარშელების აღშფოთება გამოიწვია. მისმა უკბილო ხუმრობამ ჩემი რწმენა ვერც შეურაცხყო, ვერც შეარყია და არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი, თუმცა ის კომენტარი არ მომეწონა და სრულიად უადგილოდ ჩავთვალე. რაც შეეხება „ქართული მარშის“ რეაქციას, მხოლოდ ის აზრი გამიჩნდა, რომ თავად არ არიან მტკიცენი რწმენაში, რადგან მუშტების ქნევითა და აგრესიით უპირისპირდებიან თუნდაც შემცდარ მოყვასს.

რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას, ან სხვისი ქონების დაზიანებას, ეს უკვე კანონით დასჯადი ქმედებაა და ამგვარი დანაშაულის ჩადენა ვისაც უმტკიცდება, იმ კონკრეტულმა პირებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ ერთხელ და სამუდამოდ, რათა აღიკვეთოს კანონით აკრძალული მეთოდებით გალაშქრება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
მხარს ვუჭერ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას მომხდართან დაკავშირებით. იმასაც გთხოვთ, კოლეგებო, თავი შეიკავოთ, უსაგნო კალამბურებში მაქსიმალურად მოერიდოთ იმ თემებზე ხუმრობას, რომელიც ადამიანებისთვის ძალზე სენსიტიურ საკითხებს ეხება. ალბათ, ცხადად გამოვხატე ის, რომ აქ მოვლენების საგნობრივი გაშუქება არ მიგულისხმიაბოდიშს გიხდით დიდაქტიკური პასაჟებისთვის. არავის დაჭერა არ მიხარია, გული მტკივა და ამიტომ დავწერე ამხელა უსტარი.