გერმანიაში კაცმა ნაგვის ურნაში 8 მილიონი ევრო იპოვა

გერმანიაში კაცმა ნაგვის ურნაში 8 მილიონი ევრო იპოვაგერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კაცმა ნაგვის ურნაში ჩემოდანი იპოვა, რომელში 8 მილიონი ევრო იყო მოთავსებული. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კანონმორჩილი მცხობელი მაშინვე პოლიციაში წავიდა და ჩემოდანი სამართალდამცველებს გადასცა.

აღმოჩნდა, რომ ფული სათამაშო იყო. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, ნამდვილი ფულის აღმოჩენის შემთხვევაში კაცს თანხის 3%-ს ანუ 240.000 ევროს გადასცემდნენ.

იმედინიუსი