გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალესპოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა. მაისაშვილის ოჯახს მეგობრებმა, ყოფილმა თანაგუნდელებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

პალიტრანიუსი