გურამ აბსანძე – “ზვიადმა გროზნოში მითხრა, მე გენდობი მხოლოდ შენ, გთხოვ, რომ ორგანიზება გაუკეთო საქართველოში ჩემს ჩასვლას”

გურამ აბსანძე - "ზვიადმა გროზნოში მითხრა, მე გენდობი მხოლოდ შენ, გთხოვ, რომ ორგანიზება გაუკეთო საქართველოში ჩემს ჩასვლას"„შაბათის კურიერში“ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ გასული რეპორტაჟის შემდეგ განცხადებას გურამ აბსანძე აკეთებს.

გამსახურდიას მთავრობის დროინდელი მინისტრი სიცრუეს უწოდებს გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსის, მარგველანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზვიად გამსახურდია მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში, ამ ტყუილის მიზეზად კი პრეზიდენტის სახელის დისკრედიტაციის მცდელობას ასახელებს.

აბსნაძის თქმით, ზვიად გამსახურდია საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ იმიტომ ჩქარობდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას აფხაზეთი რუსეთისთვის არ ჩაებარებინა.

– მაგათ რაც გააჟღერეს არის სიცრუე. ჩავედი გროზნოში და გროზნოში ზვიადმა მითხრა პირდაპირ, რომ, გურამ, მე შენ გთხოვ, რომ ორგანიზება გაუკეთო საქართველოში ჩემს ჩასვლას. მე გენდობი მხოლოდ შენ, არ ვენდობი არავის, არც პრემიერს, არც მარგველანს. თუ მე ადრე არ ჩავალ, აფხაზეთს ჩააბარებს შევარდნაძის ხელისუფლება, – ამბობს აბსანძე.

რუსთავი 2