გურამ ზესაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი აღარ არის

გურამ ზესაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი აღარ არისსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი შეიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გურამ ზესაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

– გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.