დიდიე დროგბა კარიერას სეზონის ბოლოს ოფიციალურად დაასრულებს

დიდიე დროგბა კარიერას სეზონის ბოლოს ოფიციალურად დაასრულებსლეგენდარული აფრიკელი ფეხბურთელი დიდიე დროგბა სეზონის ბოლოს კარიერას ოფიციალურად დაასრულებს. რამდენიმე დღის წინ დროგბა 40 წლის გახდა და მისი თქმით დროა რომ მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს:

”ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ასე იქნება. ვამაყობ იმით რასაც მივაღწიე და მიხარია რომ ჩემი გოლებით მაყურებელს ვაბედნიერებდი. სავარაუდოდ ფეხბურთში დავრჩები, რადგან მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია”–განაცხადა დიდიე დროგბამ.

დროგბამ სახელი ჩელსიში თამაშით გაითქვა, სადაც ის 2004-2012 წლებში ასპარეზობდა.