დიმიტრი შაშკინი: „მთავრობა აკეთებს მხოლოდ იმას რაც აწყობს რუსეთს“

დიმიტრი შაშკინი: „მთავრობა აკეთებს მხოლოდ იმას რაც აწყობს რუსეთს“– ამ წუთისთვის „ქართული ოცნება“ თამაშობს რუსულ თამაშს, – ასე აფასებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი.
“პირველ რადიოსთან” საუბარში შაშკინი პრემიერის მიერ კრემლში გაგზავნილ წერილსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ წერილის გაგზავნით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებამ მისცა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტი ნებისმეირ საერთაშორისო კონფერენციაზე “ააფრიალოს” როგორც დასტური იმისა, რომ საქართველოს პრობლემა აქვს არა რუსეთთან, არამედ ცხინვალთან და აფხაზეთთან:
– კარგად გახსოვთ, რომ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მესიჯით, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან. ქართული ოცნება ყოველთვის აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას, რონ რუსეთთან გაფუჭებული უერთიერთობა ეს არის თურმე ჩვენი ბრალი. ეს ასე არ არის და ყველამ დაინახა საქართველოში, რომ ამ ხუთი წლის განმვალობაში არათუ არაფერი არ დალაგდა, არამედ ბევრად უფრო გაუარესდა სიტუაცია. თუ ადრე ჩვენს უკან იდგა იდგა დასავლეთი, ახლა ჩვენ დავრჩით ერთი ერთზე არა მარტო რუსეთთან, არამედ იმ მარაზმატიკულ რეჟიმებთან, რომელიც არის ცხინვალში და აფხაზეთში.
არაფერი შემთხვევითი არ არის რასაც ვხედავთ. ამის მოლოდინი იყო და სამწუხაროდ, ამ წუთისთვის საქართველოს მთავრობა აკეთებს მხოლოდ იმას, რაც აწყობს რუსეთს. რუსეთის ფედერაციას ახლა უწევს ბრძოლა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით – უკრაინა, სირია, ახალი მიმართულება დაემატა დიდი ბრიტანეთი, ასევე აშშ_სთან და ბალტიისპირეთთან დაძაბული ურთიერთობა და ა.შ. ბუნებრივია, რომ რუსეთის ფედერაციას აწყობს, ერთ ერთი მიმართულება იყოს განეიტრალებული და ეს მიმართულება არის სამწუხაროდ საქართველო. ამის განეიტრალებას ის ახერხებს იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მიმართულება საერთაშორისო თვალსაზრისით მოიხსნება მაშინ, როდესაც საქართველო აღიარებს, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა არა რუსეთთან, არამედ აფხაზეთთან და ცხინვალთან. ამ წუთისთვის ქართული ოცნება თამაშობს რუსულ თამაშს და რასაც ახლა მთავრობა კვირიკაშვილის მეთაურობით აკეთებს, ეს არის რუსული ნარატივი.
კვირიკაშვილის წერილი იყო ძალიან დილეტანტურ დონეზე შედგენილი და მიუთითებს იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დარჩა პროფესიონალი ადამიანი. ის იყო შედგენილი დაბალ დონეზე, რომელიც ყოველთვის მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, ეს წერილი ააფრიალოს ნებისმიერ კონფერენციაზე და საერთაშორისოს ღონისძიებაზე, როგორც დასტური იმისა, რომ საქართველოს აქვს პრობლემა აფხაზეთთან და ცხინვალთან. საქართველს მთავრობამ ამის შესაძლებლობა მათ მისცა და მათი განცხადებები, რომ ეს არ გვიგულისხმია და ის ვიგულისხმეთ, უკვე არის საბავშვო ბაღი და არა დიპლომატია, – აცხადებს შაშკინი.