დინამოს სტადიონთან ნაღმს ეძებენ – პოლიციამ ვერცხლისფერი ოპელი შემოსაზღვრა, რომელიც გუშინდლიდან იქ დგას

დინამოს სტადიონთან ნაღმს ეძებენ - პოლიციამ ვერცხლისფერი ოპელი შემოსაზღვრა, რომელიც გუშინდლიდან იქ დგასთბილისში, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე სავარუდოდ ნაღმს ეძებენ – როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები და გამნაღმველებს ელოდებიან.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ვერცხლისფერი „ოპელის“ მარკის ავტომობილის ირგვლივ ტერიტორია შემოსაზღვრეს, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს კი ადგილის დატოვება და მანქანების გაყვანა მოსთხოვეს.

ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გუშინ საქართველო-რუმინეთის რაგბის მატჩის დროს შევიდა დინამოს სტადიონის პარკინგზე და მას შემდეგ იქ დგას.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა იპოვეს, თუმცა დეტალები უცნობია და ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნიუპოსტი