დოდო გუგეშაშვილი – “აღმოჩენილია მესამე პირის დნმ-ის კვალი” – ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

დოდო გუგეშაშვილი - "აღმოჩენილია მესამე პირის დნმ-ის კვალი" - ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის ახალი დეტალებიდოდო და ნოდარ გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თადარიგის პოლკოვნიკი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ გამოძიებამ სახლში, სადაც 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა.

გუგეშაშვილის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს მის მობილურ ტელეფონზე შესული ზარების შესახებ ინფორმაცია.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვს, თუმცა შს მინისტრთან პირადად შეხვედრას ითხოვს.

დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მკვლელობის საქმე გიორგი გახარიამ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

– ვადასტურებ, რომ აღმოჩენილია მესამე პირის დნმ-ის კვალი, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ყოველდღიურად ველოდებით სხვა ექსპერტიზის პასუხებს, რომელიც საქმეზე ჩატარებულია. მე და ჩემი ადვოკატი მომავალ კვირას ვაპირებთ გამომძიებელთან შეხვედრას და იმედია ხელმოსაჭიდი იქნება რამე. ამ ეტაპზე არ უთქვამთ ეკუთვნის თუ არა დნმ მკვლელს, დნმ არც მე და არც ჩემს ვაჟს არ გვეკუთვნის, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

მისი თქმით, უკვე შემოწმებულია 80-მდე ადამიანი.

„ზღვა მასალაა, უმარვაი ადამიანია დაკითხული. ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მინდა ეს საქმე ბატონმა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანოს, იმიტომ რომ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, ვაპირებ მასთან შეხვედრას“- თქვა გუგეშაშვილმა.

ნიუპოსტი