დონარუმას მილანიდან წასვლა სურს

დონარუმას მილანიდან წასვლა სურსჯანლუიჯი დონარუმას მილანის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და ამის გამო ის შესაძლოა მილანიდან წავიდეს. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ დონარუმა რომელიმე ინგლისურ გრანდს მიაშურებს, თუმცა კონკრეტულად არცერთი გუნდი არ სახელდება.

ახალგაზრდა მეკარე უკმაყოფილოა იმით რომ მილანმა მას ანაზღაურება არ გაუზარდა და ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. მილანში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. დონარუმა ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.