დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდებადღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის ბრალდების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

ნუგზარ კვინიკაძის ინფორმაციით,  პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხებიან.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი 7 თებერვას წარედგინა.

ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს.

როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

imedinews.ge