“ეს შეუმდგარი მაჩო კიდევ უფრო ეფლობა ჭაობში!” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ონიანზე

"ეს შეუმდგარი მაჩო კიდევ უფრო ეფლობა ჭაობში!" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ონიანზეთამარ ჩერგოლეიშვილმა გიორგი ონიანზე ფეისბუქში დაწერა:

“ეს შეუმდგარი მაჩო, კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში!

ფეისბუქის პირად გვერდზე რას დავწერ, ჩემი საქმეა და იმ ორგანიზაციას არ ეხება, რისი ხელმძღვანელიც ვარო.

2016 წლის არჩევნების წინ, ჩემი ფეისბუქის პირად გვერდზე დავწერე პოსტი, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს სასარგებლო იდიოტები ვუწოდე (პოსტს კომენტარებში ჩავაგდებ, ვისაც გაინტერესებთ).

ის არაფერია, ონიანის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა გიგაურმა ჩემი ქმრის შეწუხება რომ დაიწყო – ჩემი პოსტის გამო.

უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემს პირად გვერდზე დაწერილი პოსტი – საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ლომჯარიას და ნაცვლიშვილის მაშინდელ უწყებებთან ერთად) ჩემი ქმრის პარტიას გაუგზავნა.

ისინი სერგო რატიანს და ზურაბ ჭიაბერაშვილს სთხოვდნენ პასუხს ჩემი პირადი მოსაზრების გამო, ითხოვდნენ ჩემგან გამიჯვნას და თუ ამას არ იზამდნენ და მე არ დამგმობდნენ, მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის ჩაშლით იმუქრებოდნენ – ჩაშალეს კიდეც.

ამის შემდეგ გიგაურს სამსახურში დავადექი, საჯარო თავდასხმას ვაპირებდი და მინდოდა მისი თანამშრომლები საქმის კურსში ჩამეყენებინა – ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობდა იქ, ვისაც პატივს ვცემდი და ასე ჩავთვალე საჭიროდ.

ისიც შევთავაზე გიგაურს, რომ შეეძლო შეხვედრას თავადაც დასწრებოდა – ონიანი გამოუშვა.

მაშინ როცა საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველა სხვა თანამშრომელი დუმილით ისმენდა უხერხულ სიმართლეს – ეს “მინდა ვიყო მაჩო” გიგაურის გამართლებით იყო დაკავებული.

ახლა იგივე ტიპი დგას და ამტკიცებს, რომ მისი ფეისბუქის პირადი გვერდი, მის მიერ მართულ ორგანიზაციას არ ეხება.

იცით რატომ? იმიტომ რომ დონორები შეწუხდნენ!

ანუ ამ ფარისეველი არარაობის ლოგიკით, ჩემი პირადი პოსტი ეხება ჩემს ქმარს, მის პარტიას და თანაპარტიელებს.

მაგრამ თავად ონიანის პოსტი, იმ ორგანიზაციას არ ეხება, რომლის დირექტორის მოადგილეც ბრძანდება.

ჭაობში ხართ და არაფერი გიშველით – მოიხსენით თავები ჯობია, თუ ორგანიზაციის ბედი განაღვლებთ!”