ვარკეთილში დაჭრილი მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულია

ვარკეთილში დაჭრილი მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულიამიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განგოფილებაში გადის.

მედიკოსების განმარტებით, დაშავებული 40-45 წლამდე კაცია. მას კლინიკაში შეყვანის დროს სუნთქვის უკარისობა და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. ექიმ კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, კაცს მუცლის არეში შემავალი ერთი ჭრილობა აქვს, რომელმაც შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანება გამოიწვია.

დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განგოფილებაში აგრძელებს.

დღეს, ვარკეთილში,  N150 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლებს შორის გახოკიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტისას ერთ-ერთმა მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლები დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იმედინიუსი