ზუგდიდში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს – “ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული”

ზუგდიდში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს - "ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული"ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სულხან ორჟონიამ.
შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.