“თავდასხმა მიუღებელია, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი” – წულუკიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე

"თავდასხმა მიუღებელია, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი" - წულუკიანი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზეიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ადამიანებზეც ვინც არ უნდა იყოს, თავდასხმა მიუღებელია.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან ვქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველას უნდა გვეცხოვრებოდეს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში” – განაცხადა წულუკიანმა.