“თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძეს ხელს აფარებს” – მინისტრი უგრეხელიძეს დღეს შეხვდება

"თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძეს ხელს აფარებს" - მინისტრი უგრეხელიძეს დღეს შეხვდებასექსუალური შევიწროების საქმე გრძელდება – პაპუნა უგრეხელიძისა და თეა წულუკიანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, მას უხერხული კითხვებიც აქვს პაპუნა უგრეხელიძესთან და მისგან პასუხები უნდა მოისმინოს. მინისტრს ოპონენტები აკრიტიკებენ.

– ქალბატონი თეა იტყუება, როდესაც საუბრობს, რომ ახლა დალაპარაკებას აპირებს, იმიტომ, რომ ომბუდსმენის აპარატში 2017 წლის გაზაფხულიდან თურმე ეს საქმე დევს და ის საქმის კურსში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და დიდი ხნის წინ მისი ვალდებულება იყო, რომ დალაპარაკებოდა, მოესმინა კიდევაც და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სკანდალური საქმის უკან თეა წულუკიანის პირადი ინტერესი დგას.

– სამარცხვინო იყო თეა წულუკიანის განცხადება, იგი არის იუსტიციის მინისტრი, ქალი მინისტრი, რომელიც უნდა იცავდეს ქალების უფლებებს უპირველსყოვლისა, მაგრამ მისი განცხადება იყო პირდაპირ ხელის დაფარება და მფარველობა პაპუნა უგრეხელიძის,  -ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანონიძე.

ნიუპოსტი