თეა წულუკიანი – ”პაპუნა უგრეხელიძესთან უხერხული კითხვებიც მაქვს”

თეა წულუკიანი - ”პაპუნა უგრეხელიძესთან უხერხული კითხვებიც მაქვს”საჯარო რეესტრის თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას უგრეხელიძესთან კითხვები აქვს.

– მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის პირადად არის მოპასუხე, შესაბამისად ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ.

მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც მასთან. სახალხო დამცველმა პირადად მას მიაწოდა, ისევე როგორც მეორე მხარეს, ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში ქალებს მოგმართავთ, ჩვენი ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ, მოვუსმინოთ მამაკაცებსაც, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიუპოსტი