თურქეთში ავარიის შედეგად 17 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

თურქეთში ავარიის შედეგად 17 არალეგალი მიგრანტი დაიღუპათურქეთში, იგდირის პროვინციაში ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

არალეგალები მიკროავტობუსით ყარსში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დაიწყეს, მათ დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახათ, რომელსაც ასევე არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.
საერთო ჯამში ორ მიკროავტობუსში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, 17 მათგანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.