თურქეთში ავტობუსი საგზაო ნიშანს შეეჯახა – დაიღუპა 17, დაშავდა 36 ადამიანი – საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიან

თურქეთში ავტობუსი საგზაო ნიშანს შეეჯახა - დაიღუპა 17, დაშავდა 36 ადამიანი - საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიანთურქეთის იგდირ-ყარსის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ამის შესახებ „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თურქეთის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო ნიშანს დაეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოშია მოთავსებული.