იკერ კასილასმა შესაძლოა კარიერა არაბეთში გააგრძელოს

იკერ კასილასმა შესაძლოა კარიერა არაბეთში გააგრძელოსპორტოს ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, სადაც მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

კასილასი პორტოში არ არის პირველი მეკარე და ამის გამო მას გუნდიდან წასვლა სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას მადრიდის რეალის ყოფილი გოლკიპერი.

კასილასის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბსაც სურს, მათ შორის ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს, რომლის მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს, კასილიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.