ირაკლი ოქრუაშვილი – “სიტყვა ”სამხრეთ ოსეთის” ხსენება 1000 ლარით უნდა დაისაჯოს”

ირაკლი ოქრუაშვილი - "სიტყვა ”სამხრეთ ოსეთის" ხსენება 1000 ლარით უნდა დაისაჯოს"ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“თუ კანონით, ქუჩაში ბილწსიტყვაობა და ნაგვის დაყრა დასჯადი ხდება 80-დან 1000 ლარამდე, უნდა მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვითაც სიტყვა ”სამხრეთ ოსეთი”-ს ხსენება დასჯადი გახდება 1000 ლარით (პოლიტიკოსებისთვის 10 000 ლარით). ხოლო მათ ვინც ოკუპაციის ფაქტს უარყოფს სასჯელის სახით ჩამოვართვათ მოქალაქეობა და ქვეყნიდან გავაპანღუროთ. ნაგავი მხოლოდ პირდაპირი გაგებით ბიოლოგიური არ არის, ადამიანიც შეძლება მიეკუთვნებოდეს მას.”