ირანში ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანში ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდაირანის სამხრეთით, ბუშერის პროვინციაში მაგნიტუდით 5,0 მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას თეირანის უნივერსიტეტის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გონავას რაიონში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ირანის ქალაქ ბუშერთან, ბუშერის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

პირველი